ჩემს სიდედრს
ეძღვენება ჩემს სიდედრს :)
ერთ დღეს ჩემი სიდედრი
ჩვენს ბინაში გადმობარგდა,
ისეც ბევრი კამერა მაქვს
სათვალთვალოდ ესღა მაკლდა.
გამიღიმა, გამეპრანჭა-
მერე მოჰყვა თავის ქებას,
სახე ისე დაემანჭა
სარკეც ERROR-ს ეუბნება.
ერთ საიტზე შარვალს მირჩევს
მეორეზე – ჰალსტუხს, პერანგს...
რა დრო დადგა ქორწილის დღე
ჩემით ვეღარ...