გზა სიყვარულისკენ (5)

გზა სიყვარულისკენ (5)

 

 

ხმა ვერ ამოვიღე, არც გამირტყავს ლუკასთვის როგორც ხდება ხოლმე და არც კოცნა გამიმეორებია, ცრემლები წამომივიდა, გულში დიდი ლოდი ჩამწყდა, დიდი ტკივილი ვიგრძენი, ასე მეგონა მთელი სამყარო თავზე დამენგრა, უფრო სწორად მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვებულმა გრძნობამ ერთიანად იფეთქა და წამლეკა.ცრემლებს ვერ ვიკავებდი ნიაღვარივით მომდიოდა.ფეხზე წამოვხტი და წამოვედი.არ ვიცი სად მივდიოდი, ასე სახლში ვერ მივიდოდი, მიზეზს ვერ ვიტყოდი, წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი ოცნებს ვისრულებდი და მივფრინავდი ინგლისში.
სახლში ძაან გვიან მივედი, ჩუმად შევიპარე არ მინდოდა ჩემები გამეღვიძებინა,ჩემ ოთახში შევიპარეს საწოლზე მივწექი და ჩემ უაზრო ცხოვრებაზე დავფიქრდი, ვფიქრობდი და ცრემლები მომდიოდა, ვერ ვჩერდებოდი.
"რატო მოიქცა ასე?ხომ არ ვუყვარვარ რატო მაკოცა? რა ვქნა? მიხვდა რომ მიყვარს ეხლა რა იქნება? არა უნდა წავიდე მოვშორდე აქაურობას და ამოვიგდოგო გულიდან და გონებიდა ლუკა, ნეტა რა მინდოდა რომ ვიყვარებდი? მე კი არ მინდოდა მაგრამ, რა ვქნა? დებილი ვარ დებილი და მახინჯი, არ ვუყვარვარ, ან რას ვეყვარები არც კი მოვწონვარ. ღმერთო წავალ და აღარ ჩამოვალ, იქნებ ასე უფრო ადვილად დავივიწყო."
ამ ფიქრებში ჩამეძინა, დილას დედაჩემმა შემოყო ჩემოყო თავი ჩემ ოთახში აინტერესებდა სახლში გავათენე თუ არა ღამე და ტანსაცმლიანი რომ დამინახა გადაირია.
-ლიზი-გაოგნებულმა დამიძახა მე კარების ხმაზევე გამეღვიძა და თავი ავწიე
-რა იყო?-თვალების ფშვნეტით ვკითხე და საათს გავხედე
-შენ რა გადაირიე? ესე გეძინა? სად დადიხარ? არ უნდა დარეკო?
-კარგი რა დედა,არსად არ ვყოფილვარ, ხომ გითხარი მარისთან მივდივართქო?
-ლიზი ნუ მატყუებ- ხმა გაიმკაცრა დედაჩემმა- ერსადაც ვერ წახვალ, აქ რას აკეთებ ღმერთმა უწყის და ეხლა იქ რას გააკეთებ იმაზე გამიხეთქე გული, ბილეთი მომეცი
-დედა-დავიწყე ნაღვლიანად
-არავითარი დედა
-გთხოვ რა, მე მჭირდება იქ წასვლა, აქ ვეღარ გაჩერდები- ვთქვი და ცრემლები წამომცვივდა
-ლიზი-გვერდით მომიჯდა დანაღვლიანად შემომხედა- რა ხდება დედი?
-ნუ მკითხავ გთხოვ, შენ თავ ვფიცავარ ცუდი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ გული მტკივა , აქ ვერ გავჩერდები, გამიშვი გთხოვ- ვსლუკუნებდი და დედაჩემს მივეხუტე
-კარგი ჩემი ლიზიკო დაწყნარდი-პატარა ბავშვივით მეფერებოდა თავზე- რა მოხდა მომიყევი, იქნებ დაგეხმარო
-ბარგის ჩალაგებაში დამეხმარე მეტი არაფერი მინდა დე... გთხოვ
-ლაშას ეჩხუბე ლიზ?
-არა დე გთხოოოვ ბილეთი გადაცვალე და ხვალვე წავალ რა
-მერე ლევანიკ რას იტყვის?
-ხომ მიშვებს და რა უნდა თქვას?- სლუკუნით წამოვდექი ფეხზე გარდირობთან მივედი ჩემი სამგზავრო ჩანთა გამოვიღე და ტანსაცმლის გადმოლაგება დავიწყე
-დედი ნეტა ვიცოდე რა გტანჯავს ასე- აცრემლებული თვალებით შემომხედა და ოთახიდან გავიდა
დედჩემი ჩემ თხოვნას ყოველთვის ასრულებდა, რასაც ქვია ქვას გახეთქავდა და ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებდა თავად ლევიკოსაც როგორც თვითონ ეძახდა მამაჩემს მასაც კი წინ აღუდგებოდა. არადა სიგიჟემდე უყვარდა მამაჩემი. სულ თვალებში შესციცინებდა,მაგრამ ჩემ გამო მასაც კი დაუპირისპირდებოდა, ამიტომ დედაჩემი რამოდენიმე წუთში შემოვიდა ისევ ჩემ ოთახში.
-დილას გამთენიისას მიფრინავ, 5საათზეა რეისი-თვალებში დიდი შევდა ეტყობოდა დედაჩემს-შენ მეგობრებს დაურეკე მე რესტორანს დავჯავშნი და გაცილებას მოგიწყობთ, ან თუ გინდა მომეცი ნომრები და მე დავრეკავ.
-არა დე არ მინდა საერთოდ გაცილება
-ჩემი სულელი გოგო-ჩემთან მოვიდა და გულზე მიმიკრა, ვიგრზენი როგორ ჩამოგორდა მის თვალზე ცრემლები და ჩემ მხარზე დაეცა
-დე მალე ჩამოვალ და ისევ ისეთი მხიარული ვიქნები გპირდები-მეც წამსკდა ცრემლები და უფრო მაგრად მივეკარი დედაჩემს.
ალბათ ქორწილში არ მეყოლებოდა ამდენი სტუმარი აეროპორტში რომ მახლდნენ გასაცილებლად, მამაჩემმა აიტეხა რას ქვია გაცილება არ მოგიწყოთო, და თუ ერთ იტყოდა მორჩა იქ, ვეღარაფერს შეცვლიდი, მთელი სნათესაო, ახლობელი თუ შორეული, ყველა მაცილებდა თითქოს კოსმოსში მივფრინავდი სამუდამოდ.წარმოიდგინეთ ბებიაჩემიც კი ჩამოვიდა სოფლიდან.
რვა საათში უკვე ინგლისში ვიყავი, აეროპორტში ბევრი ხალხი ირეოდა, ლამის თბილისის ხელა იყო აეროპორტი, ძლივს გამოვახწიე იმ არეულობიდან.ტაქსი გავაჩერე მისამართი ვუთხარი და ახალი ცხოვრების გზას დავადექი.დღეს ვიწყებდი სრულიად სუფთა გვერდიდან, ინგლისში ჩამოფრენით გადავშალე კიდევ ერთი ჩემი ცხოვრების ფურცელი და ეხლა კი ყველაფერს თავიდან სუფთა ფურცლიდან ვიწყებდი.
ოთახში მარტო ვიყავი, არავინ მყავდა ხმის გამცემი. 6თვე ასე ვიქნებოდი რომ წარმოვიდგინე კინაღამ გავგიჯდი მაგრამ რას ვიზავდი. საღამომდე დავბინავდი და ყველაფერში გავერკვიე. სად რომელ საათზე და რა ლექცია მქონდა, რას ვისწავლიდი როგორ და რატომ. ამ ყველაფერში ერთი მულატი გოგო დამეხმარე, ლუსი ერქვა, ძაან საყვარელი იყო.
-აქ სამხატვრო დარბაზია მისტერს სტოქმანი გვასწავლის, ძაან სასაცილო კაცია, შენ პირველად ხარ აქ?
-ხო-გავუღიმე ლუსის
-აქ ნატურისტები არიან, მისის ჰარისი ხელმძღვანელობს ამ კლასს, ეს ხელოვნების აუდიტორიაა,აქ ცეკვის სტუდია,-დადიოდა დერეფანში და კლასებს მაჩვენებდა მეც უკან დავყვებოდი მაგრამ ნახეარზე მეტი არ მესმოდა რას მეუბნეოდა, უბრალოდ არ ვუსმენდი, ფიქრებით საქართველოში ლუკსათან ვიყავი. მაინც მასზე ვფიქრობდი.ლუსი არც მიყურებდა ისე ლაპარაკობდა -ეს ყველაზე კარგი სუდიტორიაა, ლიტერატურული კლასი მისის ბუტჩერი, უსაყვარლესი ქალია, წამოდი ეხლა სასადილოს გაჩვენებ-ხელი დამავლო და დერეფნოს ბოლოსაკენ გამაქანა.
ერთი სიტყვით ექსკურსია ჩამიტარა ლუსიმ,ლაშა ყოველ დღე მირეკავდა და ვლაპარაკობდით საათობით,ლაშს ველაპარაკებოდი მაგრამ ისევ ლუკაზე ვფიქრობდი, მცდელობა მქონნდა ახალი ცხოვრების დაწყების ლუკას გარეშე და მასზე ფიქრების გარეშე მაგრამ ეს როგორ გამომივიდა სხვა საკითხია. არ ვიცი ალბათ სათანადოდ არ ვცდილობდი მის დავიწყებას, არ ვიცი, ა უბრალოდ არც მინდოდა მისი დავიწყება.
-ლიზი მომენატრე, როგორ ხარ?-გაისმა ლაშას ხმა ტელეფონში
-მეც მომენატრე, სენ როგორ ხარ?
-უშენოდ ყველაფერ შეიცვლა აქ, ველაფერმა მოწყინა,ბაჯომ მოგიკითხა-გაეცინა ლაშას თავის ნათქვამზე
-ჩემი ბაჯო (ბაჯო პატარა გნომიკი რომელიც ლაშამ მაჩუქა და მის მანქანაში მქონდა დატოვებული რასაც გააკეთებ ყველაფერს მომიყვება ხოლმეთქო.)მეც მომიკითხე, მეც მენატრებით ყველა
- მე და ბაჯო შენზე ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე, როცა მენატრები სულ ველაპარაკები ხოლმე, ლიზი მალე ჩამოხვალ?
-ლაშ ჯერ ეხლა არ ჩამოვეედი?
-ხო 8დღე 10საათი და 20 წუთია რაცწახვედი.
-შენ რა ითვლი ლაშ?-გამეცინა
-დამცინი ლიზი?იცი რა ძნელია უშენობა? თუმცა შენ ვერ გამგებ შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ
-ლაშ გთხოოვ- უცებ გლში ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი
-ეხლა მაინც ნუ მაჩერენ ლიზი, ეხლა მაინც მომეცი საშვალება ყველაფერი გითხრა,
-რა აზრი აქვა ლაშ რომ მითხრა? მე აქ ვა შენ მანდ.
-და აქ რომ იყო აზრი ექნებოდა?- ცოტა ხასიათზე მოვიდა ლაშა
-ალბათ კი- არ ვიცი რატომ ვუთხარი მაგრამ მაშინ მეგონა რომ ასე უფრო ადვილად შევძლებდი ლუკაზე ფიქრების მოცილებას
-და მაშინ ეხლაც ექნება ლიზ აზრი, მე დაგელოდები, უსასრულოდ, იცოდე რომ მიყვარხარ, დაიმახსოვრე ეგ და არავის მივცებ უფლებას გული გატკინოს, შენ თუ მეტყვი ეხლავე წამოვალ მანდ, შენ ოღონდ მითხარი
-ლაშ ეხლა გაკვეთილზე უნდა შევიდე და მერე მოგწერ კარგი?
-კარგი ლიზიკო გელოდები-მითხრა და ეგრევე გავუთიშე ტელეფონი
გათიშული არ მქონდა ტელეფონი რომ ეგერვე ლაშას მესიჯი მოიდა "მიყავრხარ ლიზი"მას მეორე მოყვა "დაიმახსოვრე რომ მიყვარხარ, არასოდეს დაივიწო, მაშინაც კი არ დაივიწყო მე თუ დამივიწყებ, ყოველთვის გახსოვდეს რომ მიყვარხარ" დავიღალე უკვე აღარ შემეძლო ასე გაგრძელლება, ვერაფრით ვერ ვაიძულე თავი რომ ლაშაზე ცოტა მაინც მეფიქრა, მაგრამ სამაგიეროდ ლკაზე ფიქრები არ მასვენებდნენ, დღითი დღე ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო მიჭირდა აქ ყოფნა, ისევ საქართველოში მიდოდა, მერჩივნა ლუკას გვერდით დავტანჯულიყავი ისევ დავინახავდი მაინც სხვა თუ არაფერი. ნეტა ვის გამოვექეცი? ისევ მე ვიტანჯებოდი, თან უარესად, ახალი ცხოვრების დაწებაც კი ვერ შევძელი.
თითქმის არავის ვეკონტაქტებოდი, გაკვეთილების მერე ქალაქში გავდიოდი ერთ-ერთი პარკის წინ ღია კაფე იყო, იქ მივდიოდ ყოველთვოს ჩემი სახატავი ფანქრებით და ფურცლებით. ვიჯექი საათობით ხოლმე და ლუკას ვხათავდი, ხან სად, ხან როგორ, მისი სახე სულ თვალწინ მედგა, ვერაფრით ვივიწყებდი.
-გიყვარს?-მომესმა ზურგიდან ნაცნობი ხმა
-ლუსი-გავუღიმე და ფურცელი გადავატრიალე
-არა არა მაჩვენე-დაინტერესდა ლუსი
-ისეთი არაფერია, უბრალოდ დრო გამყავს
-ვაუ, რა სიმპატიურია, შენი შეყვარებულია?
-არა, ისე ვხატავ
-სულ ამ ბიჭის სახეს ხატავ დავიჯერო არავინაა?
-ლუს არ მინდა მაგაზე ლაპარაკი გთხოოვ
-კარგი, ხო მართლა მე და მარკი სუზანთან მივდივართ ამ საღამოს და არ წამოხვალ?
-არ ვიცი ვნახოთ
-მგონი მეზობელი გეყოლება, რაღაც ყური მოვკარი დირექციაში ეგრე ამბობდნენ
-ვერ მივხვდი-მართლა ვერ მივხვდი ლუსი რაზე ლაპარაკობდა
-რა ვერ მიხვდი, ოთახში მარტო აღარ იქნები
-არაუშავს-გავუღიმე ლუსს
-არ მოდიხარ?-ფეხზე წამოდგა ლუსი
-ცოტახანი კიდე ვიქნები
არსად წასვლის სურვილი არ მქონდა, გულს ვერაფერს ვუდებდი, კიდევ კარგი ოთახის მეზობელი წყნარი გოგო აღმოჩნდა და ერთმანეთს კარგად გავუგეთ, ხანდახან საღმოობით ცოტას თუ წავიჭორავებდით.
-ლიზა,არავინ გენატრება საქართველოში?- მკითხა ჯენიმ
-არავინ, ისეთი არავი დამიტოვებია იქ
-მე კი მონია რომ შეყვარებული თვალებით დადიხარ
-არა ჯეი, არავინ-ჩავილაპარაკე ნაღვლიანად
-ლიზა შეგიძლია მენდო,ვხედავ როგორ იტანჯები, ძალიან გიყვარს?
-ოხ, ჯეინ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, - ცრემლები მომაწვა და იქვე ჩემ საწოლზე ჩამოვჯექი
-მომიყევი და მოგეშვება- გვერძე მომიჯდა ჯენ და გამამხნევებლად შემომხედა
-უბრალოდე მიყვარს მეტს ვერაფერს გეტყვი- ვთქვი და ცრემლებს გზა მივეცი
ჯენიმ გულზე მიმიხუტა ბავშვივით
თითქმის ორი თვე იქნებოდა გასული თუ უფრო მეტი არა ჩემ ტელეფონზე სრულიად უცხო ნომერის ზარი რომ შემოვიდა და ისიც ინგლისიდან.ახალი გაღვიძებული ვიყავი, იმ დღეს ლექციები არ მქონდა და როგორც ყოველთვის ჩემ საყვარელ ადგილას, კაფეში ვაპირებდი წასვლას, იმ დღეს ცოტა გვიან გავიღვიძე რადგან ლექციები არ მქონდა, აბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი ჩემი ტელეფონი რომ აწრიალდა, ტელეფონს დავხედე ნომერი ვერ ვიცანი მაგრამ მაინც ვუპასუხე.
-იცი? აგვიანებ- გაისმა ნაცნობი ხმა ტელეფონში
-შენ.... შენ საიდან რეკავ?-დამება ენა
-გელოდები შენ საყვარელ ადგილას, მგონი მაგიდაც ზუსტად ის არის შენ რომ გიყვარს.- თქვა და ტელეფონი გამითიშა