სიყვარულის გამოხატვის 101 გზა

სიყვარულის გამოხატვის 101 გზა

 

 

101 გზა თუ როგორ შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები.

1. დაუწერე შეყვარებულს პოემა ან ლექსი (მნიშვნელობა არ აქ,რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს).
2. მისწერე სასიყვარულო წერილი.
3. სადმე დაპატიჟე რომ გაიგო ყველაფერი მისი ჰობის და ინტერესების შესახებ.
4. მოამზადე რომანტიული სადილი შეყვარებულისთვის. (მნიშვნელობა არ აქვს თუ არ იცი მომზადება,მთავარია მოამზადო).
5. უყურე რომანტიულ ფილმს შეყვარებულთან ერთად.
6. გააკეთე ცხრილი 10 საუკეთესო მომენტი თქვენი ერთად ყოფნისას და ანახე.
7. უთხარი,როგორ გსიამოვნებს დილით,როგორც კი გაიღვიძებ მასთან ერთად სეირნობა.
8. იყიდე ყვავილები და აჩუქე შეყვარებულის დედას,იმისთვის რომ მან ასეთი განსაკუთრებული ადამიანი მოვლინა ქვეყანას.
9. გარეცხე ჭურჭელი შეყვარებულთან ერთად (ამას ვერ მივხვდი :D )
10. მიუტანე შეყვარებულს ყვავილები სულ მცირე კვირაში ერთხელ.
11. წაიყვანე უფასო მუზეუმში ან გამოფენაზე. (მოიცა უფასო რა პონტში? :D )
12. გაუკეთე ლამაზი ჩარჩო თქვენ საყვარელ სურათს.
13. ტვინი გაუხვრიტე მეგობრებს და ოჯახის წევრებს თუ როგორ გიყვართ თქვენი შეყვარებული.
14. შესთავაზე შეყვარებულს თმის შეჭრა თქვენი ხელით ( მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იცით რასაც აკეთებთ!!!!)
15. ესტუმრე შენი შეყვარებულის ოჯახის წევრებს რომ უკეთესად გაიცნო ისინი.
16. იყიდე ყველაზე იაფი მისალოცი და ჩაამატე შენი რომანტიული წერილი (ამის აზრს ვერ მივხვდი :D რატო ყველაზე იაფი? :D:D )
17. გახადე შენი ჩვევა,რომ ჩაეხუტო შენ ცოლს სამუშაოდან მოსვლისას.
18. უთხარი შეყვარებულს რომ თქვენი ურთიერთობა არის შენი პირველი საფიქრალი და საზრუნავი.
19. უთხარი,გასწავლოს როგორ გააკეთო მისი საყვარელი კერძი.
20. წაიყვანე შეყვარებული რომანტიულ პარკში,რომ საქანელაზე აქანაო.
21. შეინახე ყველა რომანტიული სუვენირი,რომელიც თქვენი შეხვედრებიდან გაქვთ.
22. წაიყვანეთ თქვენი შეყვარებული რომანტიულ ეტლზე სასეირნოდ.
23. გარეცხე შენი შეყვარებულის მანქანა.
24. დაუწერე შეყვარებულს “101 მიზეზი რატომ მიყვარხარ”.
25. აკოცე შეყვარებულს ლოყაზე ყოველ დღე.
26. გააკეთე რომანტიული ალბომი,შენი შეყვარებულის სურათებით და ანახე მას.
27. იყიდე კანფეტები რომ ერთად მიირთვათ ( მარტო სიყვარულის დღეს არა! )
28. გააკეთე ქვიშის სასახლე შეყვარებულთან ერთად ზღვის სანაპიროზე.
29. წაიყვანე შეყვარებული იმ ადგილზე სადაც გქონდათ პირველი პაემანი.
30. მისწერე შეყვარებულს სამადლობელი წერილი იმისთვის რა ბედნიერებასაც ის გჩუქნის.
31. ისწავლე კერვა ან ქსოვა და გააკვირვე შეყვარებული გარღვეული ტანსაცმლის შეკერვით.
32. გადმოიწერე რამე პოემა და წაუკითხე შეყვარებულს.
33. ჩასჩურჩულე რამე რომანტიული სიტყვები ყურში,თუნდაც მაშინ როცა მარტო ხართ.
34. შევსე ალბომი თქვენი რომანტიული სურათებით.
35. დაამაგრე შენი შეყვარებულის სურათი მანქანის საქარე მინაზე.
36. წაიყვანე შეყვარებული საღამოს მთაზე ან მაღალ ადგილზე სასეირნოდ.
37. გაუგზავნე ყვავილები სამსახურში ან სახში.
38. წაუკითხე რაიმე სასაცილო პოემა,რომ მერე ერთად იცინოთ.
39. ეცადე მოუქსოვო შეყვარებულს ზამთრის ქუდი,ხელთათმანები ან წინდები.
40. ემეილით მისწერე სასიყვარულო წერილი,იმ შემთხვევაშიც თუ ერთად ცხოვრობთ.
41. ხელი გადახვიე როდესაც სეირნობთ.
42. გაუკეთე რომანტიული კალენდარი თქვენი რამოდენიმე სურათით.
43. უყურე რომანტიულ ფილმს მასთან ერთად და პოპკორნი არ დაგავიწყდეს!!!!
44. იყიდე ბოთლით ღვინო რომ ერთად დალიოთ.
45. წაიყვანე შეყვარებული ქალაქის მდიდარ ნაწილში,სახლების დასათვალიერებლად.
46. უთხარი რომ მისით ამაყობ.
47. დაუხატე რაიმე ნახატი,არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს.
48. გამოაქვეყნე სტატია გაზეთში რომ მადლობა მოუხადო შეყვარებულს.
49. გაუთბე ხელები როცა ცივა.
50. გაუკეთე რომანტიული სიმღერების დისკი.
51. წადით პიკნიკზე ერთად.
52. სცადეთ თქვენი ან მისი საყვარელი სპორტი ერთად.
53. უთხარი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პირველი კოცნა.
54. გაუგზავნე რომანტიული მესიჯები ყოველდღიურად.
55. გააკეთე საიტი და დააგდე მისი სურათები,დაწერე სტატიები თქვენზე.
56. დაწერე საპნით მის ფანჯარაზე. ( ნუ გეშინიათ შორდება :D )
57. დაუკოცნე ხელის თითები.
58. ისწავლე მისი საყვარელი მუსიკის დაკვრა რაიმე ინსტრუმენტზე.
59. მიართვი სადილი სამსახურში.
60. დაუყარე ვარდის ფურცლები საწოლზე.
61. ამოჭერი პატარა გულები და დაუტოვე ისეთ ადგილზე სადაც ნახავს.
62. მისწერე რომ მთელი დღე მასზე ფიქრობთ.
63. დაურგე ყვავილები მის ეზოში ან ბაღში.
64. დაუხატე სასაცილო მულთფილმის გმირი,შენი სიყვარულის გამოსახატავად. (რაც უფრო უარესი ნახატი,მით უკეთესი :D:D:D )
65. ისწავლე როგორ გაუკეთო შეყვარებულს მანიკური.
66. უმღერე რაიმე კარაოკე სიმღერა როდესაც სადმე ბარში წახვალთ.
67. დაახვედრე რომანტიული ვახშამი სამუშაოს შემდეგ.
68. აუნთე სანთლები როდესაც ვახშმობთ ან მარტო ხართ.
69. ისწავლე “მიყვარხარ” სხვადასხვა ენაზე.
70. გაუგზავნე გაფრომებული ემაილ წერილი.
71. თოვლის დროს გაუსუფთავე ბილიკი.
72. გააკვირვე შეყვარებული მანქანაზე ზეთის ან ბორბლების გამოცვლით.
73. ჰკითხე მისი ოჯახის წევრებს განსაკუთრებული რჩევები,რა გააბედნიერებთ მათ.
74. დაეხმარე მანიკურის წასმაში (ქალს) ან გაპარსვაში (კაცს) .
75. გამოუცხვე ნამცხვარი.
76. დაუკარი რომანტიული მუსიკა როდესაც ერთად ხართ.
77. მოამზადე საჭმელი ისე როგორც ადრე არასდროს გიცდია.
78. როდესაც მარტო ხართ,სთხოვე გეცეკვოს.
79. გაისეირნეთ ველოსიპედით ერთად.
80. გამოიყენე უფრო კრეატიული სიტყვები რომ შენი გრძნობები აღწერო.
81. გაუკრიჭე გაზონი.
82. მაღაზიაში ნაყიდი ყვავილების ნაცვლად,შენთვითონ შეკარი ველური ყვავილების თაიგული.
83. ყიდვის მაგივრად შენით გაუკეთე რამე ტკბილეული.
84. რიგრიგობით წაუკითხეთ ერთმანეთს საყვარელი მოთხრობა ან პოემა.
85. იყიდე წიგნი რომანტიული ნახატებით და ერთად დაათვალიერეთ.
86. გააკეთე ალბომი, ყველა წერილის შეკვრით,რაც ოდესმე შეყვარებულისგან მიგიღია.
87. თოვლში იგუნდავეთ ერთად.
88. დაგეგმე ყველაზე გასართობი და რომანტიული დღეები მომდევნო ერთი თვი განმავლობაში.
89. ცადე რაიმე ისეთი გააკეთოთ ერთად რაც არასდროს გაგიკეთებიათ.
90. აღნიშნე ყოველი თქვენი ქორწილის წლისთავი.
91. გაიგე შენი შეყვარებულის საყვარელი სასმელი და გახდი ოსტატი მის გაკეთებაში.
92. გააკეთე სია იმ თვისებების რაც საერთო გაქვთ.
93. წადი გასართობ პარკში შეყვარებულთან ერთად და მოიგე რამე თოჯინა.
94. დაურეკე დღის ნებისმიერ დროს და უთხარი რომ მასზე ფიქრობდი.
95. გამონახე დრო იმისთვის რომ რამე ძვირფასი შენით გააკეთო. (საყურე,ბეჭედი…)
96. ატარე თქვენი სურათი საფულით.
97. ეცადე გამოაცხო ორცხობილები შეყვარებულისთვის.
98. იყიდე ნაყინი რომ ერთად მიირთვათ.
99. წაიყვანე საყიდლებზე.
100. ითამაშე რამე შეჯიბრებითი თამაში შეყვარებულთან ერთად.
101. გააკეთე შენი სია “სიყვარულის გამოხატვის 101 გზა”.